მიმოხილვა

თუ გსურთ შეცვალოთ ცხოვრების წესი, შეიძინოთ ახალი ჩვევები და დაწყებული ცვლილება ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ, კონსულტაციის ფარგლებში ერთად განვსაზღვრავთ თქვენს მიზნებს და მათ მისაღწევ პრაქტიკულ ნაბიჯებს. ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება დაგეხმარებით ახალი ჩვევების დაწყებასა და მათ ყოველდღიურ რუტინაში ეტაპობრივად ინტეგრირებაში. ფიზიკური აქტივობის დაწყება თუ გსურთ ვარჯიშის დაწყება, მაგრამ გიჭირთ პირველი ნაბიჯის გადადგმა ან რეგულარულობის შენარჩუნება, ერთად შევქმნით თქვენზე მორგებულ მიდგომას. კვების ჩვევების გაუმჯობესება დაგეხმარებით უფრო გააზრებული და თანმიმდევრული კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში და თქვენი მიზნების შესაბამისი ყოველდღიური რუტინის შექმნაში. დაბრკოლებების აღმოჩენა და გადალახვა ერთად გამოვავლენთ, რა გიშლით ხელს ცვლილების განხორციელებაში და ვიმუშავებთ პრაქტიკულ გზებზე, რომლებიც დაგეხმარებათ პროცესის გაგრძელებაში. მოტივაცია და თანმიმდევრულობა დაგეხმარებით მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბებაში, პროგრესის შეფასებასა და იმ სისტემის შექმნაში, რომელიც ცვლილების შენარჩუნებას გაგიადვილებთ. ჩემი მიზანია, დაგეხმაროთ ისეთი ცვლილებების განხორციელებაში, რომლებიც თქვენს ცხოვრებასა და საჭიროებებს ერგება და ეტაპობრივად გახდება თქვენი ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი. შეხვდი შენს საუკეთესო მეს!

სერვისები და კომპეტენციები

Health&Wellness Coach

გამოცდილება და განათლება

1-2 Guiding Mindful Change Mindful & Meaningful Certification — California, USA ჩემი მიდგომა ეფუძნება გააზრებულ ცვლილებას, პირადი მიზნების სწორად განსაზღვრასა და ისეთი ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც რეალურად ერგება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ვმუშაობ ინდივიდუალური მიდგომით და გეხმარებით, ცვლილების პროცესი იყოს არა დროებითი მცდელობა, არამედ თანმიმდევრული და მდგრადი ცხოვრების სტილის ნაწილი.