ვარ სერტიფიცირებული სპეციალისტი სამედიცინო მასაჟისა და ფიზიოთერაპიის მიმართულებით. ჩემი მრავალწლიანი ფარმაცევტული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას მაძლევს, კომპლექსურად მივუდგე თითოეული პაციენტის მკურნალობის პროცესს. ონლაინ კონსულტაციის ფარგლებში, დაგეხმარებით თქვენს საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო თუ პროფილაქტიკური კურსის დაგეგმვაში, ფიზიოთერაპიული პროცედურების სწორ შერჩევასა და მდგომარეობის მართვაში. ჩემი მიზანია მაღალპროფესიონალური მომსახურებითა და მეგობრული გარემოს შექმნით, მივაღწიოთ საუკეთესო სამკურნალო შედეგს. ჩემი მხრიდან დაცულია ინფორმაციის კონფინდეციალურობის პრინციპი.
სამკურნალო, პროფილაქტიკური და სარეაბლიტაციო მასაჟი, ფიზოითერაპია
6-10 2010 წ დავამთავრე ქ.ზაპოროჟიეს „ბერდიანსკის სამედიცინო კოლეჯი“ და მომენიჭა „ფარმაცევტის“ კვალიფიკაცია. 2017 წ უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ში გავიარე საერთაშორისო სტანადარტების შესაბამისად ფარამაცევტთა გადამზადების 3 თვიანი ტრენინგ კურსი და მომენიჭა I კატეგორია. 2025 წ „პირველ სამედიცინო კლინიკაში“ გავიარე სამედიცინო მასაჟისა და ფიზიოთერაპიის სერტიფიცირების 3 თვიანი პროგრამა. (ფიზიოთერაპიის სრული კურსი). 2026 წ „პირველ სამედიცინო კლინიკაში“ გავიარე 4 თვიანი სტაჟირება - აპარატული ფიზიოთერაპია და კლასიკური მასაჟი.