ვარ ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიონალი ქოუჩი (EPC) და ICF საქართველოს წევრი. ჩემი საქმიანობა ეფუძნება ადამიანის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების სინთეზს. ვეხმარები ინდივიდებს, გუნდებსა და ორგანიზაციებს შინაგანი რესურსების აღმოჩენაში, ბალანსის პოვნასა და დასახული მიზნების ეფექტურად მიღწევაში. 🛠 ჩემი მიმართულებებია: პერსონალური (Life) ქოუჩინგი: პიროვნული ზრდა, თვითრეალიზაცია, მიზნების სწორად დასახვა და მიღწევა და ცხოვრებისეული ბალანსის პოვნა; პროფესიული განვითარება: მუშაობა Soft Skills-ების გაუმჯობესებაზე, ლიდერული უნარების განვითარება და ემოციური ინტელექტი; კორპორაციული ქოუჩინგი: გუნდური მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და ორგანიზაციული კულტურის გაჯანსაღება; ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღება: სტრესის მართვა და სხეულზე ზრუნვა (როგორც სტუდია “Happy Place”-ის დამფუძნებელი, ვიყენებ პილატესისა და გაჯანსაღების კომპლექსურ მიდგომებს).
ICF სერტიფიცირებული Life ქოუჩი | Soft Skills ტრენერი
3-5 ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი – Certified Professional Coach (EPC); International Coaching Federation (ICF) – საქართველოს წევრი; ტრენერთა აკადემია – სერტიფიცირებული Soft Skills ტრენერი.