მიმოხილვა

ჩემი მიზანია, დავეხმარო პაციენტებს ქრონიკული ტკივილის მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში თანამედროვე, მტკიცებითი მედიცინის სტანდარტებით. ონლაინ კონსულტაციის ფარგლებში, მე გთავაზობთ კვალიფიციურ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით: დიაგნოსტიკა და მართვა: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, პოდაგრა, ფსორიაზული ართრიტი; სისტემური დაავადებები: წითელი მგლურა, ვასკულიტები და სხვა აუტოიმუნური მდგომარეობები; ანალიზების ინტერპრეტაცია: რევმატული სინჯებისა და იმუნოლოგიური კვლევების დეტალური განხილვა; მკურნალობის მონიტორინგი: დანიშნულების კორექტირება და დინამიკაში დაკვირვება. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ წამყვან ცენტრებში, როგორიცაა აკად. ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის ინსტიტუტი და კლინიკა „MEDSIDE“, საშუალებას მაძლევს, დისტანციურ რეჟიმშიც კი უზრუნველვყო პაციენტის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა. თუ გაწუხებთ სახსრების ტკივილი, შებოჭილობა ან გაქვთ დასმული დიაგნოზი, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს, მზად ვარ დაგეხმაროთ. 2012-2013 წ - მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი- უმცროსი ექიმი 2013-2017 წ - აკად. ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - უმცროსი ექიმი 2024-წ დღემდე კლინიკა “MEDSIDE” – ექიმი რევმატოლოგი 2024 წლიდან დღემდე კლინიკა MED.co Medical Center- ექიმი რევმატოლოგი 2024 წლიდან დღემდე კლინიკა „ ჯეო-მედი „ ექიმი რევმატოლოგი 2024 წლიდან დღემდე პოლიკლინიკა „მედი-მედი“ ექიმი რევმატოლოგი 2024 წლიდან დღემდე „ადეიშვილის კლინიკა“ ექიმი რევმატოლოგი 2024 წლიდან კლინიკა :ჰემილაბი“ ექიმი რევმატოლოგი 2026 წლიდან კლინიკა „ელიტა მედი“ ექიმი რევმატოლოგი

სერვისები და კომპეტენციები

რევმატოლოგი

გამოცდილება და განათლება

3-5 2006-2012 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი- დიპლომირებული მედიკოსი 2013-2017 თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა. სერთიფიცირებული ექიმი რევმატოლოგი საქართველოს რევმატოლოგიის ასოციაციის წევრი