მიმოხილვა

ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში გთავაზობთ ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური პროფილის პაციენტთა მართვას თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით: ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური დაავადებების მართვა: თანამედროვე მკურნალობის დაგეგმვა, ჰოჯკინის ლიმფომის, ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოსა და სხვა პათოლოგიების მეთვალყურეობა. ჰემოსტაზის დარღვევები და ანემიები: ონკოლოგიურ პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევების მართვა, ასევე ანემიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ორსულთა ჰემოსტაზოპათიები: ორსულობის პერიოდში სისხლის შედედების პათოლოგიების პრევენცია, D-დიმერის მონიტორინგი და ანგიოპათიების მართვა. ინოვაციური მეთოდები და ჰიპერთერმია: ჰიპერთერმიის გამოყენება ონკოლოგიაში, პრეპარატ Helixor-ითა და ბიოკომპოზიტური საშუალებებით დამხმარე თერაპიის დაგეგმვა. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება (Palliative & Supportive Care): ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქება და სიმპტომური მართვა (მათ შორის, მეგესტროლის აცეტატის გამოყენება). კვლევებისა და ანალიზების შეფასება: უკვე ჩატარებული ლაბორატორიული, ჰემატოლოგიური თუ ინსტრუმენტული კვლევების დეტალური ანალიზი და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.

სერვისები და კომპეტენციები

ონკოლოგია, ჰემატოლოგია

გამოცდილება და განათლება

10+ კადემიური დოქტორი, კლინიკური ონკოლოგი და ჰემატოლოგი-ტრანსფუზიოლოგი მრავალწლიანი კლინიკური, სამეცნიერო და მენეჯერული გამოცდილებით. 🎓 ლიცენზიები და კვალიფიკაცია: Tel Aviv Sourasky Medical Center (Ichilov, ისრაელი): ოქროს ლიცენზიის მფლობელი (2020). EAS სერტიფიკატი: ევროპაში ჰემატოლოგად მუშაობის უფლების დამადასტურებელი კვალიფიკაცია (2014). სახელმწიფო სერტიფიკატები: კლინიკური ონკოლოგია, ჰემატოლოგია და ტრანსფუზიოლოგია. 🌐 საერთაშორისო ასოციაციების წევრობა: ESMO — ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების წევრი. ASCO — ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების წევრი. ESHO — ევროპის ჰიპერთერმული ონკოლოგიის საზოგადოების წევრი.