მიმოხილვა

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პაციენტმა მიიღოს არა მხოლოდ სამედიცინო რეკომენდაცია, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგები და დეტალური განმარტებაც. კონსულტაციის ფარგლებში გთავაზობთ: პრევენციულ გინეკოლოგიურ კონსულტაციას ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რისკფაქტორების განხილვას და საჭირო კვლევების დაგეგმვას. კოლპოსკოპიურ კვლევას საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის დეტალურ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი დიაგნოსტიკური ნაბიჯების განსაზღვრას. ქალთა ჯანმრთელობის შეფასებას გინეკოლოგიურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ინდივიდუალურ განხილვას. დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დაგეგმვას ჩივილების, სამედიცინო ისტორიისა და არსებული კვლევების საფუძველზე შემდგომი მართვის გეგმის განსაზღვრას. კვლევებისა და ანალიზების განხილვას უკვე ჩატარებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შეფასებას, შედეგების განმარტებას და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას. ჩემი მიზანია, პაციენტთან ურთიერთობა ეფუძნებოდეს ნდობას, ყურადღებიან კომუნიკაციასა და თანამედროვე სამედიცინო ცოდნას.

სერვისები და კომპეტენციები

მეან-გინეკოლოგი

გამოცდილება და განათლება

3-5 განათლება მივიღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც გავიარე სახელმწიფო რეზიდენტურის კურსი მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით. დამატებითი კვალიფიკაცია მიღებული მაქვს კოლპოსკოპიის მიმართულებით, რაც მაძლევს შესაძლებლობას, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო ქალთა ჯანმრთელობის პრევენციულ შეფასებასა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დროულ გამოვლენას. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ვარ ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით და ჩემს პროფესიულ გამოცდილებას მომავალ ექიმებს ვუზიარებ. ვარ საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა ასოციაციისა და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.