მიმოხილვა

რით შემიძლია დაგეხმაროთ კონსულტაციისას: წარმოების დაწყება და მართვა: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი ტყავის ნაკეთობების წარმოების დასაწყებად და პროცესების სწორად გასამართად. დიზაინი და პროდუქტის შექმნა: იდეიდან მზა პროდუქტამდე — როგორ შექმნათ სასურველი დიზაინი და მოარგოთ ის წარმოებას. მასალების შერჩევა და მოძიება: რჩევები ხარისხიანი ნედლეულისა და საჭირო მასალების ეფექტურად მოძიება/შერჩევაზე. წარმოების ოპტიმიზაცია და ნარჩენების მართვა: ნარჩენების შემცირებისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების პრაქტიკული მეთოდები. ვისთვის არის ეს კონსულტაცია: დამწყები და მოქმედი დიზაინერებისთვის, სტარტაპერებისთვის და მეწარმეებისთვის, ვისაც სურს ტყავის ნაკეთობების ბიზნესის წამოწყება ან არსებული წარმოების გაუმჯობესება.

სერვისები და კომპეტენციები

ტყავის ნაკეთობებისა და ჩანთების წარმოების კონსულტაცია, ნედლეულის შერჩევა და ნარჩენების ეფექტური მართვა.

გამოცდილება და განათლება

10+ ბრენდ „ადამიანის“ დამფუძნებელი და დიზაინერი. 14-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების დიზაინში, წარმოებასა და მასალების მოძიებაში. ასევე, ნარჩენების მართვის ორი წარმატებული პროექტის ავტორი.