მიმოხილვა

ვარ FIDE Master (FM) წოდების მქონე მოჭადრაკე. ვფლობ თამაშის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებს და მუდმივად ორიენტირებული ვარ ცოდნის გაზიარებასა და მოსწავლეთა განვითარებაზე. სწავლების პროცესში ინდივიდუალურად ვუდგები თითოეულ მოსწავლეს, ვითვალისწინებ მათ შესაძლებლობებს და მომზადების დონეს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნების განვითარებას, პოზიციურ თამაშს, ტაქტიკასა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ჩემი მიზანია, მოსწავლეებს შევთავაზო ხარისხიანი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული სწავლება.

სერვისები და კომპეტენციები

ჭადრაკის მწვრთნელი

გამოცდილება და განათლება

3-5 FM ფიდეს ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 14წლამდე და 18 წლამდე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, უნგრეთში 16 წლამდე მსოფლიოს გუნდურ ოლიმპიადაზე 6 ადგილი.