ონლაინ და ფიზიკური კონსულტაციების ფარგლებში გთავაზობთ ინდივიდუალურ, შედეგზე ორიენტირებულ მომსახურეობას: სიმსუქნისა და წონის მართვა თანამედროვე მეთოდებით: ჭარბი წონის გამომწვევი ენდოკრინული მიზეზების დადგენა, მკურნალობის სტრატეგიისა და ცხოვრების წესის ცვლილების დაგეგმვა. ინდივიდუალური კვების რაციონის შედგენა: თქვენს ორგანიზმზე, მეტაბოლიზმსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული ბალანსირებული კვების გეგმის შემუშავება. ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა: ფარისებრი ჯირკვლის, ინსულინრეზისტენტობის, დიაბეტისა და ოსტეოპოროზის მკურნალობის გეგმის აწყობა და მონიტორინგი. ლაბორატორიული კვლევების შეფასება: უკვე ჩატარებული ანალიზებისა და გამოკვლევების პასუხების დეტალური განხილვა, განმარტება და შემდგომი ნაბიჯების დასახვა.
ენდოკრინოლოგი
6-10 მედიცინის დოქტორი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში — ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.