მიმოხილვა

ჩემთვის თითოეული პაციენტი უნიკალურია, თავისი ისტორიით, განცდებითა და სურვილებით. მჯერა, რომ ექიმსა და პაციენტს შორის ნდობა, გულწრფელი კომუნიკაცია და ყურადღებიანი დამოკიდებულება წარმატებული მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი მიზანია, თითოეულ პაციენტს მივაწოდო პროფესიული ცოდნა, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციები და მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს : ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა , ინ ვიტრო განაყოფიერება , ენდოკრინოლოგიური გინეკოლოგია , ესთეტიური ენდოკრინოლოგია (ჰირსუტიზმი , აკნე / სებორეა , ჭარბი წონა /სიმსუქნე ) , ნეიროენდოკრინოლოგია (კლიმაქტერული სინდრომი , მენსტრუაციისწინა სინდრომი ) , კონსერვატიული გინეკოლოგია.

სერვისები და კომპეტენციები

მეან-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) და კოლპოსკოპია

გამოცდილება და განათლება

10+ განათლება და კვალიფიკაცია * პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია — სამკურნალო საქმე და რეზიდენტურა მეანობა-გინეკოლოგიაში. * სახელმწიფო სერტიფიკატები მეანობა-გინეკოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში. * პროფესიული მომზადება კოლპოსკოპიაში. * IVIRMA Global Education, ესპანეთი — უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. * პროფესიული სტაჟირება ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, თურქეთი. 💼 სამუშაო გამოცდილება * 2026–დღემდე — ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა. * 2024–დღემდე — ქართულ-ბრიტანული რეპროდუქციული და მეტაბოლური ჯანმრთელობის ცენტრი „პრაიმ კლინიკა“. * 2016–2023 — კლინიკები „ინოვა ინვიტრო“, „რეპროარტი“ და „ლარსი“. * 2013–2016 — ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა. * 2010–2015 — ექიმი-რეზიდენტი, ჯანმრთელობის სახლი.