ონლაინ და ფიზიკური კონსულტაციების ფარგლებში უზრუნველვყოფ პაციენტის ჯანმრთელობაზე კომპლექსურ, უწყვეტ და შედეგზე ორიენტირებულ ზრუნვას: პედიატრიული და საოჯახო მედიცინა: ნებისმიერი ასაკის პაციენტის (ბავშვები, ზრდასრულები, ხანდაზმულები) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, პრევენციული მეთვალყურეობა და მკურნალობის დაგეგმვა. 3-5 დღიანი დისტანციური მეთვალყურეობა (უნიკალური სერვისი): კონსულტაცია მოიცავს პაციენტის უწყვეტ მონიტორინგს 3-5 დღის განმავლობაში (ერთი დაავადების ეპიზოდის ფარგლებში), მკურნალობის დინამიკის შეფასებასა და დანიშნულების საჭირო კორექტირებას. ქრონიკული დაავადებების მართვა: ხანდაზმული და ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტების რეგულარული სამედიცინო კონტროლი, მეთვალყურეობა და ინდივიდუალური მიდგომა. პულმონოლოგია და გასტროენტეროლოგია: სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მართვის პროტოკოლი. ანალიზებისა და კვლევების განხილვა: უკვე ჩატარებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დეტალური შეფასება და შემდგომი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა იცოდეს — ექიმთან ურთიერთობა კონსულტაციის დასრულებით არ მთავრდება. თქვენი ჯანმრთელობა ჩემი პროფესიული პასუხისმგებლობაა.
პედიატრია,საოჯახო მედიცინა
10+ ლიცენზირებული პედიატრი და ოჯახის ექიმი 25 წელზე მეტი სამედიცინო გამოცდილებით. აკადემიური საქმიანობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დოქტორანტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. ადმინისტრაციული გამოცდილება: სამედიცინო ცენტრ „Medical Evidence“-ის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი. პრაქტიკული არეალი: ბავშვების, ზრდასრულებისა და ხანდაზმული პაციენტების ჯანმრთელობის მართვა, პულმონოლოგიური და გასტროენტეროლოგიური პროფილის დაავადებების დიაგნოსტიკა.