მიმოხილვა

ვეხმარები ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ დამკვეთებს შესყიდვებისა და ტენდერების პროცესების დაგეგმვასა და გამართულად წარმართვაში. შემიძლია დაგეხმაროთ საჭიროებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბებაში, ბაზრის კვლევაში, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და გადახედვაში, შეთავაზებების შეფასებასა და ხელშეკრულებების მართვაში. ასევე გაგიწევთ კონსულტაციას დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების გამოყენებაზე, ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიან კომუნიკაციაზე. პროექტების მართვის გამოცდილება მეხმარება, თითოეულ საჭიროებას პრაქტიკული და მიზანზე მორგებული მიდგომით ვუპასუხო. ამ მიმართულებებში ვეყრდნობი 18-წლიან პროფესიულ გამოცდილებას, მათ შორის 10 წელზე მეტ გამოცდილებას შესყიდვებისა და ხელშეკრულებების მართვის სფეროში.

სერვისები და კომპეტენციები

შესყიდვები

გამოცდილება და განათლება

10+ სამართალმცოდნეობის ბაკალავრი. პროფესიული განვითარების ფარგლებში გავლილი მაქვს დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესებისა და პროცედურების არაერთი ტრენინგი. ამჟამად CIPS-ის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის ვემზადები. მაქვს პროფესიული საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება, მათ შორის 10 წელზე მეტი — შესყიდვებისა და ხელშეკრულებების მართვის სფეროში. მიმუშავია საერთაშორისო და დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ასევე კერძო პრაქტიკაში. ჩემი გამოცდილება მოიცავს შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპს: საჭიროების განსაზღვრასა და ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბებას, ბაზრის კვლევას, სატენდერო პროცედურების წარმართვას, წინადადებების შეფასებასა და ხელშეკრულებების მართვას. პარალელურად, მიმუშავია ტენდერების სპეციალისტად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიმართულებით და პროექტების მართვის სფეროში.