ონლაინ კონსულტაცია გაძლევთ შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, კვალიფიციური სამედიცინო მხარდაჭერა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა: ანალიზებისა და კვლევების დისტანციური შეფასება: უკვე ჩატარებული ლაბორატორიული, ჰორმონალური და ინსტრუმენტული კვლევების დეტალური ანალიზი, განმარტება და შემდგომი მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრა. გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია ონლაინ: ჰორმონალური დისბალანსის, მეტაბოლური ცვლილებებისა და ენდოკრინულ-რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკა და კორექცია. ორსულობის დაგეგმვა და რეპროდუქციული კონსულტაცია: წყვილის მზადება ორსულობისთვის, რეპროდუქციული ფუნქციის შეფასება, რისკების პრევენცია და უნაყოფობის პირველადი დიაგნოსტიკა. მენოპაუზური მედიცინა დისტანციურად: ასაკობრივი ჰორმონალური ცვლილებების მართვა, ინდივიდუალური თერაპიის შერჩევა და ჯანმრთელობის რისკების პრევენცია (IMS გაიდლაინებით). პრევენციული მედიცინა და რეკომენდაციები: პროფილაქტიკური გამოკვლევების ინდივიდუალური გეგმის შექმნა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევების დანიშვნა.
მეან-გინეკოლოგი, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი
10+ ექიმი მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგი და ISGE Expert Practitioner-ის საერთაშორისო სტატუსის მფლობელი. პოზიციები და ორგანიზაციები: კლინიკა „მედიქეას“ ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) უწყვეტი პროფესიული განათლების აკრედიტებული პროგრამებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ტრენერი. ასოციაციების დამფუძნებელი და წევრი: საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის (GREA) დამფუძნებელი; ISGE, ESG, IMS და ISPD-ს (სოციალური მედიის კომიტეტის) აქტიური წევრი. საერთაშორისო აღიარება: გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის მსოფლიო კონგრესის (ISGE) ახალგაზრდა სპიკერების კონკურსების 6-გზის გამარჯვებული და სრული გრანტის (FCP) მფლობელი. აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობა: 40 სამეცნიერო ნაშრომისა და 100-ზე მეტი სტატიის ავტორი საერთაშორისო იმფაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებსა და გამოცემებში. დამატებითი კვალიფიკაციები: ISGRE-ს სრული საერთაშორისო სასერთიფიკაციო პროგრამა (რომი, იტალია), მენოპაუზის საერთაშორისო ასოციაციის კურსი (IMPART Level 1 & 2), კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სრული პრაქტიკული კურსი.