ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში გთავაზობთ მაღალი კვალიფიკაციის საგადასახადო და იურიდიულ მხარდაჭერას: საგადასახადო დაგეგმარება და ოპტიმიზაცია: ფიზიკური და იურიდიული პირების, მათ შორის Expat-ებისა და საერთაშორისო ბიზნესების საგადასახადო ტვირთის ეფექტური, უსაფრთხო და კანონმდებლობასთან შესაბამისი დაგეგმვა. საგადასახადო დავები და რისკების აუდიტი: საგადასახადო ორგანოსთან (შემოსავლების სამსახური) ურთიერთობა, საგადასახადო შემოწმებების/აუდიტის რისკების შეფასება და დავების მართვა. საერთაშორისო საგადასახადო სამართალი: ორმაგი დაბეგვრის აცილების ხელშეკრულებები (DTT), საგადასახადო რეზიდენტობის მიღება/მართვა და ტრანსფერული ფასწარმოქმნა. საკორპორაციო და საიმიგრაციო სამართალი: ბიზნესის სტრუქტურირება, კომპანიების დაფუძნება, საიმიგრაციო საკითხები და ბინადრობის ნებართვების სამართლებრივი თანხლება.
საგადასახადო სამართალი
10+ საგადასახადო სამართლის ექსპერტი 10-წლიანი ინდუსტრიული გამოცდილებით. Alma Mater: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni). საერთაშორისო გამოცდილება: საგადასახადო იურისტი Big 4 კომპანია EY-ში (EY Georgia / იუაი საქართველო — 4 წელი). მმართველი პოზიცია: საკონსულტაციო კომპანია ExpatHub-ის მმართველი პარტნიორი და საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი (6 წელი).