სახელმწიფო შესყიდვები: ტენდერში მონაწილეობიდან კონტრაქტის შესრულებამდე, მათ შორის 49 მლნ ლარის სახელმწიფო კონტრაქტზე. დაცვა შავ სიაში შეყვანისგან და საბანკო გარანტიის დაბრუნება. დავები: საქმეები პირველი ინსტანციიდან სააპელაციომდე. დავალიანების და ზიანის ანაზღაურება, უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება საქართველოში (150,000 აშშ დოლარი სრულად ამოვიღეთ). კორპორატიული სამართალი: წილის გადაცემა და კონტროლის ცვლილება, ოფციონები, კაპიტალის ცვლილება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, მსხვილი საწარმოების მუდმივი იურიდიული მხარდაჭერა. უძრავი ქონება და ინვესტიციები: ქონების შეძენა და იურიდიული შემოწმება, დეველოპერთან დავების მოგვარება მოლაპარაკებით, ინვესტიციით ბინადრობის ნებართვა. ხელშეკრულებები: სამშენებლო, მიწოდების, მომსახურების და საერთაშორისო ხელშეკრულებები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ვიყავი დიდი იტალიური სამშენებლო კომპანიების იურიდიული მრჩეველი და ვმუშაობდი Grant Thornton Georgia-ში. ამ გამოცდილებით ვიცი, როგორ მუშაობს მსხვილი ბიზნესი და რას მოელის ის იურისტისგან: მკაფიო რისკების შეფასებას, პრაქტიკულ გადაწყვეტას და შედეგს.
კორპორატიული და კომერციული სამართალი, უძრავი ქონება, საინვესტიციო და საიმიგრაციო საკითხები
10+ განათლება/გამოცდილება: ვარ სამართლის მაგისტრი. 2025-2026 სასწავლო წელს გავიარე ორსემესტრიანი პროგრამა School of American Law, Chicago-Kent College of Law, Illinois Tech (სერტიფიკატი). ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავიარე AML ტრენინგ კურსი (საქართველოს ფინტექ ასოციაციაში). 17 წელია ვმუშაობ კორპორატიულ სამართალზე, რეგულირებასა და საერთაშორისო საკითხებზე. ვარ ორსონის (Orson Law Firm) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ვემსახურებით ქართულ და უცხოურ კომპანიებს, ინვესტორებსა და კერძო პირებს. ორსონი შეტანილია დიდი ბრიტანეთის მთავრობის (GOV.UK) საქართველოში მოქმედი იურისტების სიაში. ვმუშაობ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.