თუ გაწუხებთ სახსრების ან ხერხემლის ტკივილი, ჩემი მიზანია სწორი დიაგნოსტიკითა და მკურნალობის ეფექტური მეთოდებით დაგიბრუნოთ უმტკივნეულო, თავისუფალი მოძრაობის უნარი. დაავადების გამოვლენისა და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარებისთვის ვიყენებ ლოკალურ ინექციურ თერაპიას — მედიკამენტის (გლუკოკორტიკოიდები ან ჰიალურონის მჟავა) უშუალოდ დაზიანებულ სახსარში ან სახსრის ირგვლივ შეყვანას, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ შედეგს. როდის უნდა მიმართოთ კონსულტაციას (სიმპტომები): • ტკივილი, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება სახსრებში • მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი წელის, კისრის ან თავის არეში • კიდურების მოძრაობისას სახსრებში „ხმიანობა“ / ტკაცუნი • გადატანილი ტრავმები ან ნებისმიერი სხვა დისკომფორტი სახსრებში რა პათოლოგიების დროს შემიძლია დაგეხმაროთ: • მუხლისა და მენჯ-ბარძაყის პრობლემები: ართრიტი, ართროზი, გონართროზი, კოკსართროზი • ხერხემლის პათოლოგიები: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, წელისა და კისრის ტკივილი • ინექციები წვრილ და მსხვილ სახსრებში: სხივ-მაჯის, იდაყვის, მხრის, მენჯ-ბარძაყის, კოჭ-წვივის, მტევნისა და ტერფის სახსრები ნუ გადადებთ ტკივილთან გამკლავებას — სწორად დაგეგმილი მკურნალობით შესაძლებელია ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
რევმატოლოგი
10+ 2009- 2012 – წლებში ორდინატურის გავლის პერიოდში ვმუშაობდი შემდეგ კლინიკებში: მოსკოვის ი.სეჩენოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რებილიტოლოგად მოსკოვის მრავალპროფილიანი კლინიკის “PremierMedica” ესთეტიკური რევმატოლოგის განყოფილებაში, ასვე რეაბილიტიაციის განყოფილებაში. სეჩონოვის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო ექიმი . დაჯილდოვდა სიგელით. მუშაობდა მოსკოვში პროფესორ ს. ბლოხინის კლინიკაში რევმატოლოგიის და რეაბილიტაციის განყოფილებაში. დაჯილდოვდა მადლობის სიგელით. 2008–2009– აკ. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის სექციის უმცროსი ექიმი. 2007–2008 – თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. 2013- 2023 მუშაობს- აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში. ასევე მუშაობს სხვადასხვა კლინიკებში მიწვეული ექიმად. რევმატოლოგი ირაკლი შელია MD, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი