ვეხმარები ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, მათ შორის ექსპატებს, საგადასახადო საკითხების ეფექტიანად, უსაფრთხოდ და კანონმდებლობის შესაბამისად მართვაში. საერთაშორისო დაბეგვრა: საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და საქმიანობის სტრუქტურირება, მუდმივი დაწესებულების საკითხები, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები (DTT) და წყაროსთან გადასახადის დაკავება, სატრანსფერო ფასწარმოქმნა. ადგილობრივი გადასახადები: მოგების გადასახადი, დღგ და საშემოსავლო გადასახადი; საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო შემოწმება და ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება. საგადასახადო დავები: კლიენტების წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოში; წინასწარი გადაწყვეტილებების მიღება და საგადასახადო შეთანხმებების გაფორმება. გლობალური მობილობა: საერთაშორისო მივლინებები, უცხოელი თანამშრომლების დაბეგვრა, საგადასახადო რეზიდენტობის საკითხები და საერთაშორისო სახელფასო ანგარიშგება. სამართლებრივი მხარდაჭერა: კომერციული ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი და საგადასახადო კუთხით განხილვა; კორპორაციული და შრომითი სამართლის საკითხებზე კონსულტაცია.
საგადასახადო სამართალი
6-10 განათლება სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი (University of San Francisco): * საგადასახადო სამართლის მაგისტრი (LL.M. in Taxation), 2023–2025. * ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა (MBA), 2025–დღემდე. თავისუფალი უნივერსიტეტი (Free University of Tbilisi): * ბიზნესისა და საგადასახადო სამართლის მაგისტრი (LL.M. in Business and Tax Law), 2018-2020. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: * სამართლის ბაკალავრი (LL.B. in Law), 2014-2018. პროფესიული კვალიფიკაცია და სერტიფიკატები: საერთაშორისო დაბეგვრის უმაღლესი დიპლომი (Advanced Diploma in International Taxation - ADIT) - Chartered Institute of Taxation (CIOT), 2024. სამი საკვალიფიკაციო მოდული: * საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპები (Principles of International Taxation); * სატრანსფერო ფასწარმოქმნა (Transfer Pricing); * ევროკავშირის დღგ (EU VAT). ბუღალტერთა ასოციაციის სერტიფიცირებული პროგრამა (ACCA). ოთხი საკვალიფიკაციო მოდული: * Business and Technology (BT), * Management Accounting (MA), * Financial Accounting (FA) * Corporate and Business Law (LW). საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი, ადვოკატი. პროფესიული კარიერა * Andersen Georgia – საგადასახადო მენეჯერი, საგადასახადო და საკონსულტაციო გუნდის ხელმძღვანელი (2023 წლიდან); * EY Georgia – უფროსი საგადასახადო სპეციალისტი (2020-2023); * შემოსავლების სამსახური, დავების დეპარტამენტი (2017–2020). აკადემიური და პროფესიული საქმიანობა: * მოწვეული ლექტორი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (სამაგისტრო პროგრამა: საგადასახადო და გადახდისუუნარობის სამართალი); * მოწვეული ტრენერი – საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (საგადასახადო სიახლეები).