1. კრიზისული ინტერვენცია და ტრავმაზე მუშაობა ძალადობა გამოვლილი პირების მხარდაჭერა: ოჯახში თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ემოციური აღდგენა. ომით ან რთული სოციალური პირობებით გამოწვეული ტრავმები: ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობის (PTSD) და ემოციური სიძნელეების დაძლევაში დახმარება. 2. ბავშვთა, მოზარდთა და მშობელთა კონსულტირება ქცევითი და ემოციური დარღვევები: მოზარდებში ემოციების რეგულირება, ქცევის მართვა და ემოციური სიძნელეების დაძლევა. სპეციალური საჭიროებები (სსსმ/შშმ): სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა და ინდივიდუალური განვითარების/სწავლის სტრატეგიების შემუშავება. პოზიტიური მშობლობა: მშობლებისთვის კონსულტაციების გაწევა პოზიტიური დისციპლინისა და ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში. 3. არტ-თერაპია და კოგნიტურ-ქცევითი მიდგომები არტ-თერაპიული სესიები: ემოციების გამოხატვისა და გაცნობიერების ხელშეწყობა არტ-თერაპიული ინსტრუმენტების გამოყენებით. სოციალური და კოგნიტური უნარების განვითარება: თვითშეფასების ამაღლება, კომუნიკაციური უნარებისა და პრობლემების გადაჭრის ტექნიკების სწავლება. 4. რებილიტაცია და ქცევის კორექცია არასრულწლოვანთა და ზრდასრულთა რეაბილიტაცია: კანონთან კონფლიქტში მყოფ ან რისკ-ჯგუფის პირებთან მუშაობა, რესოციალიზაცია და პრობლემური ქცევის პრევენცია. დესტრუქციული ქცევის კორექცია: ძალადობრივი ან აგრესიული იმპულსების მართვაზე მუშაობა. 5.სტრესის მართვა, ემოციური გადაწვის პრევენცია კარიერული კონსულტირება: პროფესიული ორიენტაცია, ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება და კარიერული განვითარების დაგეგმვა.
ასაკობრივ პედაგოგიური ფსიქოლოგი
10+ 1. განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით სასწავლებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ). პერიოდი: 10.2000 – 07.2005. სპეციალობა: ასაკობრივ-პედაგოგიური ფსიქოლოგიის სპეციალობა, ფსიქოლოგი. აკადემიური ხარისხი: მაგისტრთან გათანაბრებული. 2. პროფესიული საქმიანობა და მიღწევები ფსიქოლოგიის სფეროში ელენე ბუღაძეს აქვს მრავალწლიანი (20 წელზე მეტი) პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოლოგის, შეფასების სპეციალისტისა და საბჭოს წევრის პოზიციებზე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი (იუსტიციის სამინისტრო, პრობაციის სააგენტო) – ფსიქოლოგი (2018–2023): ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ბენეფიციართა საჭიროებების გამოვლენა და შეფასება. სატრენინგო მოდულებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა, ტრენინგ-სემინარების დაგეგმვა და განხორციელება. სპეციალური პენიტენციური სამსახური – ფსიქოლოგი (2016–2018): მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ფსიქოლოგიური შეფასება, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქომეტრიული შეფასება და პირველადი/პერმანენტული სკრინინგი. ფსიქოსარეაბილიტაციო და ფსიქოთერაპიული მუშაობა, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირება. სუიციდის პრევენციის პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევა. ინდივიდუალური სასჯელის მოხდის გეგმის ფსიქოლოგიური ნაწილისა და რეკომენდაციების შემუშავება. საბჭოების წევრობა და ექსპერტული საქმიანობა: ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭო (2015 – 2023): საბჭოს წევრი — ძალადობის მსხვერპლის შეფასება და სტატუსის მინიჭება. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (2018 – დღემდე): მოწვეული სპეციალისტი/საბჭოს წევრი — დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკ-ფაქტორების შეფასება და სიტყვიერი/წერილობითი რეკომენდაციების გაწევა. სოციალური და საგანმანათლებლო სექტორი (2005–2015): სასკოლო ფსიქოლოგი: თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა (2010–2012) — სწრაფი შეფასება, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების (ისგ) შედგენა. ფონდი „საქართველოს კარიტასი“ (2005–2015): სხვადასხვა ცენტრებისა და პროექტების (მათ შორის „ომის მიერ დაზარალებულთა“ პროექტის) ფსიქოლოგი — ბენეფიციართა შეფასება, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და ტრენინგების ჩატარება. 3. კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგები და სერტიფიკატები ფსიქოლოგიის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მიჯნური სფეროების მიმართულებით გავლილი აქვს მრავალი სპეციალიზებული კურსი: Mental Health (ფსიქიკური ჯანმრთელობა): Diploma in Mental Health (Alison, 2022). სუიციდის პრევენცია და კრიზისული ინტერვენცია: მოზარდთა სუიციდის რისკის შეფასების პროტოკოლი (სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2018). ზრდასრული ადამიანების სუიციდის რისკის შეფასების პროტოკოლი (ევროკავშირი / ევროსაბჭო, 2016). არასრულწლოვან ბენეფიციართან მუშაობისას კრიზისული ინტერვენცია (იუსტიციის სასწავლო ცენტრი, 2021–2022). თერაპიული მოდულები და მეთოდები: არტ-თერაპიის სატრენინგო მოდელი/მოდული (გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი / ევროკავშირი, 2016). Sex Offender Treatment Program Development (Wisconsin Department of Corrections, აშშ, 2019). ძალადობა, ტრავმა და სარეაბილიტაციო პროგრამები: ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მუშაობა / კორექციული პროგრამები (ToT – Un Women / ევროკავშირი, 2018, 2019). ბავშვზე ძალადობა და უგულებელყოფა: პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება (საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, 2019). სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ამოცნობა, შეფასება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია (თბილისის ბავშვთა დახმარების ცენტრი, 2012). ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები (2015). სოციალური და კოგნიტური უნარები (GCRT / წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, 2021). არასრულწლოვანთა და სპეციალური საჭიროებების ფსიქოლოგია: შშმ პირებთან და პატიმრების სხვა განსაკუთრებულ კატეგორიებთან მოპყრობის თავისებურებები (2018). ქცევის მართვა (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის, 2017). ემოციური სიძნელეების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა (ასოციაცია „ნდობა“, 2013). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების თავისებურებები (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011). ჯილდოები: მადლობის სიგელი – სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (2022)