ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერასა და სამართლებრივ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესის რეგისტრაცია და კორპორატიული სამართალი: კომპანიის (შპს, ინდივიდუალური მეწარმე და ა.შ.) დაფუძნება, სტრუქტურირება და მიმდინარე ბიზნეს-პროცესების სამართლებრივი მართვა. საიმიგრაციო სამართალი და ბინადრობა: ვიზების, ბინადრობის ნებართვებისა და სტატუსების მიღების სრული პროცესის თანხლება. უძრავი ქონების სამართალი: უძრავი ქონების შეძენა/გასხვისების, იჯარისა და მართვის სამართლებრივი აუდიტი და ტრანზაქციების უსაფრთხოდ დაგეგმვა. სახელშეკრულებო და სამოქალაქო სამართალი: ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულებების მომზადება, ანალიზი და სამოქალაქო-სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება. დავების მოგვარება: კერძო (სამოქალაქო/ბიზნეს) და ადმინისტრაციულ დავებში ინტერესების დაცვა და კონსულტაცია.
საიმიგრაციო, უძრავი ქონების და კორპორატიული სამართლის სპეციალისტი
6-10 ExpatHub-ის მმართველი პარტნიორი, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით ბიზნესის, საიმიგრაციო და უძრავი ქონების სამართლის მიმართულებით. აკადემიური განათლება: თავისუფალი უნივერსიტეტი — სამართლის ბაკალავრი. საქართველოს უნივერსიტეტი — საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) — ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA).