მიმოხილვა

ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში გთავაზობთ სრულ რეპროდუქციულ მხარდაჭერასა და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას: უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მართვა: წყვილის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კომპლექსური შეფასება, უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მკურნალობის ოპტიმალური გზების შერჩევა. ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF / ICSI): საკუთარი კვერცხუჯრედებით IVF და ICSI პროტოკოლების დაგეგმვა, მომზადება და პროცესის მეთვალყურეობა. დონაცია და სუროგაცია: კვერცხუჯრედის დონაციისა და სუროგაციის პროგრამების დაგეგმვა, სამედიცინო კონსულტაცია და პროცესის სრული თანხლება. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონსულტაცია: გინეკოლოგიური და ენდოკრინულ-რეპროდუქციული დარღვევების შეფასება, ორსულობის დაგეგმვა და მზადება. კვლევებისა და ანალიზების შეფასება: უკვე ჩატარებული ჰორმონალური, ექოსკოპიური თუ ლაბორატორიული კვლევების პასუხების დეტალური ანალიზი და შემდგომი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. ჩემი მიდგომა ეფუძნება ინდივიდუალურ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას, რათა თითოეულმა პაციენტმა მიიღოს მის სამედიცინო ისტორიაზე, საჭიროებებსა და რეპროდუქციულ მიზნებზე მორგებული მკურნალობის გეგმა.

სერვისები და კომპეტენციები

გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, IVF სპეციალისტი

გამოცდილება და განათლება

10+ მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქციული მედიცინის სპეციალისტი 10 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილებით უნაყოფობის მკურნალობისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (IVF) მიმართულებით. მაღალი კლინიკური პრაქტიკა: მაღალი პაციენტთა ნაკადის მქონე წამყვან რეპროდუქციულ ცენტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რთულ და მრავალფეროვან რეპროდუქციულ შემთხვევებთან. თანამედროვე სტანდარტები: მკურნალობის პროცესში ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდოდოლოგიების გამოყენება. მტკიცებულებითი მედიცინა: ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც ეფუძნება პაციენტის სამედიცინო ისტორიის, საჭიროებებისა და რეპროდუქციული მიზნების სიღრმისეულ ანალიზს.