მიმოხილვა

მე ვარ აკაკი წოწონავა, ბიზნესტრენერი, სურსათის უვნებლობისა და HACCP სისტემების სპეციალისტი, კომპანია „Georgian HACCP Alliance“-ის დამფუძნებელი და დირექტორი. მაქვს პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის მართვის, კვების ობიექტების ორგანიზების, პერსონალის გადამზადების, სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვისა და ბიზნესპროცესების გაუმჯობესების მიმართულებით. მეწარმეებსა და დამწყებ ბიზნესებს ვთავაზობ ინდივიდუალურ კონსულტაციებს ბიზნესიდეის განვითარებიდან საქმიანობის დაწყებამდე, ბიზნესგეგმის შემუშავებას, ხარჯებისა და ფასების განსაზღვრას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ეფექტიანი მართვის სისტემების შექმნას. ვატარებ ტრენინგებს HACCP-ის, სურსათის უვნებლობის, ბიზნესის მართვის, მეწარმეობისა და პერსონალის პროფესიული განვითარების მიმართულებით. ჩემი მიზანია, კლიენტებს მივაწოდო არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ მათ საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესის სწორად განვითარებას, რისკების შემცირებასა და შემოსავლების ზრდას. კონსულტაციები ტარდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

სერვისები და კომპეტენციები

კორპორატიული სამართალი

გამოცდილება და განათლება

6-10 საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი