მე შემიძლია დაგეხმარო: განავითარო მეტი თავდაჯერებულობა და შინაგანი სიმტკიცე; საკუთარი აზრი მკაფიოდ და თავდაჯერებულად გამოხატო; უკეთ დაინახო და გამოავლინო საკუთარი თავი და შენი ძლიერი მხარეები; ნაკლებად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე; განავითარო საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობა; უკეთ გაიგო შენი შიშები და ეტაპობრივად დაძლიო ისინი; იპოვო გამბედაობა, გადადგა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც დიდი ხანია ვერ ბედავ; გაიაზრო ბავშვობის რთული გამოცდილებები და იმუშაო მათზე და გათავისუფლდე მათი გავლენისგან; უკეთ გაუმკლავდე დეპრესიას, შფოთვას და ემოციურ სირთულეებს; გათავისუფლდე დამოკიდებულებებისგან (მაგ: კვების, ტკბილეულის, მოწევის მიმართ და ა.შ; აღმოაჩინო შენი პირადი მიზნები და ეტაპობრივად განახორციელო ისინი; აღმოაჩინო და გააძლიერო საკუთარი შინაგანი რესურსები, რათა მეტი სიცხადე, პროდუქტიულობა და კრეატიულობა განივითარო.
ფსიქოლოგი მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის
3-5 ვარ ფსიქოლოგი. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რამდენიმე წელი გავატარე გერმანიაში, სადაც ჩემი ცოდნა და უნარები ამ სფეროში კიდევ უფრო გავაღრმავე. ჩემი დიპლომი აღიარებულია გერმანიის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ. მაქვს უკვე მრავალწლიანი პრაქტიკური გამოცდილება მოზარდებთან და ზრდასრულებთან მუშაობის. სესიები მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში.