მე ვარ კლინიკური ენდოკრინოლოგი 40-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ჩემი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: I და II ტიპის შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების მართვა; ფარისებრი ჯირკვლისა და სხვა მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ორსულობა და დიაბეტი: 1997 წლიდან ჩემი პრაქტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ორსულობის პერიოდში შაქრიანი დიაბეტის (მათ შორის, გესტაციური დიაბეტის) მართვა და ორსულთა თანმხლებიობა. ამ წლების განმავლობაში, ჩემი კონტროლითა და მეთვალყურეობით 500-ზე მეტი ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა. სამეცნიერო და სახელმძღვანელო საქმიანობა: ჩემი პაციენტების მკურნალობა ემყარება უახლეს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამეცნიერო მიდგომებს. ვარ: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების ავტორი (მათ შორის: „დიაბეტი და ორსულობა“, „ორსულობის პერიოდში შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ის და ტიპი 2-ის მართვა“); საქართველო-ისრაელის ერთობლივი სამედიცინო პროგრამების („დიაბეტი და ორსულობა“, „გესტაციური დიაბეტის სკრინინგი“) ინიციატორი და ავტორი; ევროპის დიაბეტის კვლევის ასოციაციის (EASD) აკადემიური კურსების ლექტორი. ჩემი მთავარი მიზანია, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება გამოვიყენო თქვენი ჯანმრთელობისა და მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის.
ენდოკრინოლოგია
10+ პროფესიული განათლება, სპეციალობა - თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტი (1971-1977), ექიმი-თერაპევტი. მედიცინის დოქტორი (საკანდიდატო დისერტაცია, სპეციალობა ენდოკრინოლოგია - კიევის ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტი 1986). თანამდებობა: კლინიკური განყოფილების გამგე, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრი; პროგრამის “დიაბეტი და ორსულობა” დირექტორი; ასოცირებული პროფესორი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი, “ენდოკრინოლოგიის” სპეციალობით - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია.