ექიმი-სტომატოლოგი, ლიცენზირებული თერაპევტი, სუბ-სპეციალობით პაროდონტოლოგია და პირის ღრუს ამბულატორიული ქირურგი. აქვს 10 წელზე მეტი აქტიური კლინიკური პრაქტიკა. არის საქართველოს დენტალ-ჰიგიენისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე საქართველოსა და ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის წევრი. სპეციალიზაცია და კონსულტაცია: ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანია პაციენტთა ინფორმირებულობის ამაღლება და დაავადებათა პრევენცია. კონსულტაცია დაგეხმარებათ: პირის ღრუს მოვლა: კარიესისა და პაროდონტის დაავადებათა პროფილაქტიკა; მოვლის ინდივიდუალური საშუალებების შერჩევა და მათი სწორად გამოყენება. კავშირი ზოგად ჯანმრთელობასთან: პირის ღრუს ჯანმრთელობის როლი ისეთი დაავადებების მართვის ეფექტურობისთვის, როგორიცაა: კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) და ენდოკრინული პათოლოგიები; მეტაბოლური და გასტროენტეროლოგიური დარღვევები; აუტოიმუნური და ონკოლოგიური დაავადებები; ჯანმრთელობის მართვა ორსულობის პერიოდში.
სტომატოლოგია
10+ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიური ფაქულტეტი, MD, თბილისის სამედიცინო აკადემია ორდინატურა (რეზიდენტურა) MDM, თსსუ დოქტორანტი PHD