სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა მოითხოვს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ კანონის ცოდნაა. ჩემი პროფესიული ფილოსოფია მარტივია: წარმატებული დაცვის სტრატეგია ეფუძნება არა მხოლოდ იურიდიულ ნორმებს, არამედ სისტემურ ხედვას, სიღრმისეულ განათლებასა და კრეატიულ აზროვნებას. თითოეული საქმე უნიკალურია და მოითხოვს ინდივიდუალურად დაგეგმილ სტრატეგიას. ჩემი, როგორც ადვოკატის მთავარი ამოცანაა, თქვენი უფლებების დაცვა მაღალი პროფესიული სტანდარტით ზედმეტი ბარიერებისა და გაურკვევლობის გარეშე. ჩემი მიზანია, კლიენტს შევთავაზო არა მხოლოდ სტანდარტული იურიდიული წარმომადგენლობა, არამედ სიმშვიდე და პრობლემის მოგვარების მკაფიო გზა. 13-წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება - როგორც კერძო საადვოკატო პრაქტიკაში, ისე საჯარო მმართველობის სისტემაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში - ქართულ, ევროპულ და ამერიკულ აკადემიურ განათლებასთან ერთად, მაძლევს საშუალებას, დავინახო გამოსავალი იქ, სადაც სხვები მხოლოდ ჩიხს ხედავენ.
საერთო სპეციალიზაცია
10+ ლადო ჯავახიშვილი არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, რომლის პროფესიული პორტფოლიო აერთიანებს როგორც მრავალმხრივ საადვოკატო გამოცდილებას, ასევე დასავლურ აკადემიურ განათლებასა და მართლმსაჯულების სისტემის მართვის უნიკალურ გამოცდილებას. 13 წლის განმავლობაში მისი კარიერა მოიცავს როგორც კერძო საადვოკატო პრაქტიკას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს კორპორაციებთან და საჯარო სამსახურის საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობას. ეს მრავალმხრივი გამოცდილება მას აძლევს შესაძლებლობას, ზუსტად გათვალოს მოწინააღმდეგე მხარის ნაბიჯები და შესთავაზოს კლიენტს არა სტანდარტული, არამედ სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული დაცვს გეგმა.