გთავაზობთ პრაქტიკულ, ბიზნესზე მორგებულ და დეტალებზე ორიენტირებულ სამართლებრივ მომსახურებას. ჩემი მიზანია, წინასწარ აგარიდოთ სამართლებრივი რისკები და მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი ინტერესები. ხელშეკრულებების მომზადება და აუდიტი: ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მინდობილობების შედგენა / რისკების ანალიზი. • ბიზნესისა და კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერა: პარტნიორთა გადაწყვეტილებების, სადამფუძნებლო შეთანხმებებისა და შიდა კორპორაციული დოკუმენტაციის წარმოება. • შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება: შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო მექანიზმების შემუშავება. • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში: საჯარო რეესტრსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ეფექტური ურთიერთობა და პროცესების მართვა. • სამართლებრივი დასკვნები და კონსულტაცია: კომპლექსური საკითხების სიღრმისეული კვლევა, რისკების შეფასება და პრაქტიკული რეკომენდაციების გაცემა. თუ გჭირდებათ საიმედო იურიდიული პარტნიორი, რომელიც თქვენს სამართლებრივ საკითხებს სტრუქტურირებულად და სწრაფად მოაგვარებს, მზად ვარ თანამშრომლობისთვის.
კერძო, სახელშეკრულებო, საკორპორაციო სამართალი
1-2 • კერძო სამართლის მაგისტრი — აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი • მაგისტრის ხარისხი (Security and Human Rights) — ტუშას უნივერსიტეტი (იტალია) • მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესისა და ფიზიკური პირების სამართლებრივ მხარდაჭერაში • სიღრმისეული გამოცდილება საჯარო რეესტრთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საკანონმდებლო მონიტორინგთან ურთიერთობაში