მიმოხილვა

ვარ ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი ნომერი 8142). უკვე 10 წელზე მეტია ვსაქმიანობ იურიდიულ სფეროში და ვუწევ იურიდიულ მომსახურებას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კლიენტებს საქართველოში. ჩემი პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა სამართლებრივ მიმართულებას, მათ შორის: • სახელშეკრულებო სამართალს • საოჯახო დავებს • სამეზობლო დავებს • ვალდებულებით სამართალს • ადმინისტრაციულ დავებს მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება საფინანსო სექტორში, რაც მაძლევს შესაძლებლობას ეფექტურად ვიმუშაო სესხებთან, საბანკო ვალდებულებებთან და ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა სასამართლო წარმომადგენლობისა, კლიენტებს ვთავაზობ პრაქტიკულ იურიდიულ დახმარებას სხვადასხვა საკითხში, მათ შორის: • ხელშეკრულებების შედგენასა და სამართლებრივ ანალიზში • კომპანიების რეგისტრაციაში საქართველოში • ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებში • საბანკო ანგარიშების გახსნის პროცესში • სამართლებრივ კონსულტაციებში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ჩემი მიზანია თითოეულ კლიენტს შევთავაზო სანდო, პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული იურიდიული მომსახურება.

სერვისები და კომპეტენციები

სამოქალაქო და ადმინიტრაციული სამართალი

გამოცდილება და განათლება

10+ სამართალმცოდნე