გამარჯობა, მე ვარ L&D (სწავლება და განვითარება) მიმართულების ექსპერტი BPO ინდუსტრიაში 9-წლიანი გამოცდილებით. ჩემი კარიერის განმავლობაში წამყვანი საერთაშორისო პროექტების საოპერაციო გუნდებს ვამზადებდი და ვავითარებდი ისეთ გლობალურ გიგანტში როგორიცაა Teleperformance. როგორც ხარისხის მართვის უფროსი სპეციალისტი, ვფოკუსირდები პროცესების ოპტიმიზაციაზე, ეფექტური სასწავლო პროგრამების შექმნასა და გუნდების ინდივიდუალურ ქოუჩინგზე. ჩემი მუშაობის მთავარი მიზანია საოპერაციო პროცესების გამართვა და მკაცრი SLA-ის სტაბილური შესრულება. ჩემი სტრატეგიული მიდგომების წყალობით, გუნდები სტაბილურად 95%+-იან ხარისხობრივ შედეგსა და სიზუსტეს აჩვენებდნენ. მაქვს უნარი, რთული ბიზნეს-რეგულაციები მარტივ, პრაქტიკულ სასწავლო მასალად ვაქციო, რაც საგრძნობლად ზრდის პროდუქტიულობას. ჩემი 9-წლიანი ექსპერტიზა დაეხმარება თქვენს კომპანიას ოპერაციების გამართვაში, ხარისხის სტანდარტების ამაღლებასა და ეფექტიანობის გაზრდაში.
BPO ოპერაციები
6-10 ხარისხის მართვის უფროსი სპეციალისტი 9 წლიანი გამოცდილებით.